თემის პრობლემების ადვოკატირება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სათემო ორგანიზაცია ,,ლელმა“, რომელიც თემის პრობლემების კვლევაზე და მის განვითარებაზე მუშაობს, 2013 წლის ივნისის თვეში განახორციელა კვლევა ნიადაგების პოლიეთილენით დაბინძურების შესახებ. 

საკვლევი საკითხი 
   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნიადაგების პოლიეთილენით დაბინძურების პროცესი
 რატომ ჩატარდა კვლევა. 
 კახეთში და კერძოდ ლაგოდეხში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაბინძურება  პოლიეთილენის ფირის ნარჩენებით უკვე შვიდი წელია აქტიურად მიმდინარეობს და სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა. სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები ,,ლელის“ მიერ საკვლევ თემად აღებულ პრობლემაზე არ ფლობდნენ ინფორმაციას, ან არ რეაგირებენ შესაბამისად და არც ,, ნიადაგის დაცვის“ შესახებ არსებული კანონპროექტი არ არის ქმედითი საკვლევ თემასთან მიმართებაში. ამიტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განვახორციელეთ კვლევა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნიადაგების მდგომარეობის შესახებ,  რათა მიღებული შედეგები და რეკომენდაციები წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს. შედეგად  კი კანონი და შესაბამისი სტრუქტურები ,,ნიადაგის დაცვის“ შესახებ უფრო ეფექტური და ქმედითი  გახდეს. 
 კვლევის შედეგად მიღებული ძირითადი შედეგები ! 
 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამოიკითხა 600 რესპოდენტი და აღმოჩნდა რომ, მებოსტნეობით დაკავებული გლეხების 40 %, ყოველ წელს ნიადაგს მინიმუმ 10 ტონა პოლიეთილენის ტოქსიკური  ნარჩენებით აბინძურებს. შედეგად დაბინძურებულ ნიადაგში მთლიანად ირღვევა მიწის სასარგებლო  სტრუქტურა და კატასტროფულად მცირდება მოსავლიანობა. 
 თუ არ შემცირდა პოლიეთილენით მიწის დაბინძურება და გლეხებს სახელმწიფომ არ შესთავაზა ალტერნატიული საშუალებები, ათ წელიწადში მიწების 60% იქნება ტოქსიკური და მოუსავლიანი. 
 2005 წლიდან გლეხი ეკონომიკური სარგებლის გაზრდისთვის აქტიურად მოიხმარს პოლიეთლენის ფირს და მოსავლის დასრულების შემდგომ ტოვებს ნაკვეთში. მომდევნო წელს კი საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებისას ხნავს ნიადაგში. მიწები უკვე წლების განმავლობაში იმდენად დაბინძურდა რომ შესამჩნევად დაირღვა მიწის სტრუქტურა, ნიადაგები გახდა ტოქსიკური და უნაყოფო. პოლიეთილენის ნარჩენები ნიადაგში დარჩება საუკუნეების განმავლობაში და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად აისახება მოსავალზე და იმ ცოცხალი ორგანიზმების არსებობაზე ნიადაგში, რაც მიწას აფხვიერებს და ნაყოფიერებას ზრდის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

 

  

 

 Picture

 

 

"
Copyright (c) 2011 Leli.Ge - All Rights Reserved