მისია

სათემო ორგანიზაციის მისიის განაცხადი

1.1.        ხედვა

       ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც არ არის სიღარიბე, ადამიანები აქტიურად თანამშრომლობენ და ზრუნავენ სათემო ინტერესებსა და გარემოზე; ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ორიენტირებული არიან მუდმივ პროგრესზე.

1.2.        მისია

     ამისათვის ფონდი ლელი მუშაობს კახეთის რეგიონის თემებში. განვითარების პროცესების ხელშეწყობის მიზნით იგი ეწევა ახალგაზრდათა და ზრდასრულთა არაფორმალურ  განათლებას, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის სამოქალაქო ჩართულობას, კულტურულ თუ სპორტულ პროგრამებს.

      იმავდროულად ახორციელებს ადგილობრივი თემების ინტერესთა დაცვის კამპანიებს.

      საქმიანობისას განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე ქალებზე  და კახეთის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე.

1.3.        ძირითადი ფასეულებები

 

      ჩვენ ვხელმძღვანელობთ შემდეგი ძირითადი პრინციპებით:

 

  • გუნდური მუშაობა;
  • ინდივიდუალურობა;
  • პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • სოლიდარობა;
  • მოხალისეობა და ენთუზიაზმი;
  • საჭიროებებზე ორიენტაცია და მუდმივი გაუმჯობესება.
  • ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფების ნდობის მოპოვება და შენარჩუნება.

 

სათემო ორგანიზაცის სტრატეგიული მიმართულებები

 

  1.   თემის საჭიროებებზე დაფუძნებული ზრდასრულთა განათლება  და  განათლების სათემო ცენტრების მოდელის გავრცელება კახეთის რეგიონში
  2.   ქალთა და  ახალგაზრდათა გააქტიურება და სამოქალაქო ინტეგრაცია 

3.  მცირე ფერმერთა შესაძლებლობების განვითარება და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკო მიდგომების გავრცელების ხელშეწყობა.

  1.   თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა

 

 

 

 

 

 

 



 

 

  

 

 Picture

 

 

"
Copyright (c) 2011 Leli.Ge - All Rights Reserved